Sunday, February 27, 2011

Tasos

მათრობს შენი თმის სურნელი,
სისხლს მიდუღებს ლალები...
გამოხედვა მიყვარს შენი
ეშხიანი თვალების.
მაგ ბაგეთა მარჯნის ფერმა
გულს დამასვა მწველი ლაქა,
ღვინისფერმა თვალებმა კი
სუმთლად ამაფორიაქა.
შენის ცქეერით გაბრუებულს
მიმარწევენ ქუჩები,
შენს სურნელზე მათრობელავ
მიცახცახებს ტუჩები.
ყურთა სმენას ნაზად მიტკბობს
შენი ბგერის ჰარმონია
უშენობით ჩემო ტასო
მეუფლება აგონია...

No comments:

Post a Comment